ხარჯთაღრიცხვის შედგენა

მომქმედი ტექნიკური ნორმებისა და არსებული საბაზო ფასების შესაბამისად

ექსპერტიზა

მომქმედი ტექნიკური ნორმებისა და არსებული საბაზო ფასების შესაბამისად

აზომვითი სამუშაოები

აზომვითი სამუშაოები სიზუსტის ხელსაწყოების გამოყენებით, აზომვითი ნახაზების შედგენა

სამუშაოების ექსპერტიზა

მომქმედინორმებისა და ფასების შესაბამისად: შესრულებული სამუშაოს ღირებულების დადგენა

დამოუკიდებელი საინჟინრო ექსპერტიზა

შპს "დამოუკიდებელი საინჟინრო ექსპერტიზა" დაფუძნდა 2013 წელს და იგი წარმოადგენს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობის საგანი არის საინჟინრო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპერტიზა. ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები და ფიზიკური პირები.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება კანონიერების, ექსპერტიზის დამოუკიდებლობის და გამოკვლევის ობიექტურობის პრინციპს. ჩვენს მიერ გაცემულ დასკვნებს გააჩნიათ მტკიცებულებითი მნიშვნელობის ოფიციალური დოკუმენტის სტატუსი და არის იურიდიული ძალის მქონე.

ექსპერტი ეყრდნობა სპეციალურ ცოდნას, საკანონმდებლო ბაზას და დასკვნები გამოაქვს მხოლოდ არსებულ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით. ექსპერტიზის მიერ საკითხების გადაწყვეტა ხდება უმოკლეს ვადაში, ასევე ჩვენთან მომსახურე პერსონალი დამკვეთების მიმართ გამოირჩევა ყურადღებითა და ინდივიდუალური მიდგომით.